20 მაისი 2025,   11:20
ვრცლად
"ევროკავშირის ბიუროკრატია ნელ-ნელა ხვდება, რომ საქართველოს საზოგადოებაზე არ მუშაობს მუქარები, სანქციებით და მათრახის ენით საუბარი" - გურამ მაჭარაშვილი

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

მარტა კოსი საუბრობს შესაძლებლობებზე ევროკავშირმა უკან წაიღოს ვიზალიბერალიზაცია, გადახედოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, გაყინოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამავდროულად, ისმის ურთიერთობების აღდგენის სურვილიც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს საზოგადოებაზე არ მუშაობს მუქარები, სანქციებით და მათრახის ენით საუბარი.

"ნელ-ნელა ხვდება ევროკავშირის ბიუროკრატია იმას, რომ საქართველოს საზოგადოებაზე არ მუშაობს მუქარები, სანქციებით და მათრახის ენით საუბარი. ჩვენთან მუშაობს მეგობრული ენა და როგორც ჩანს, იქაც ჭკვიანი ადამიანები გამოჩნდნენ, რომ საუბარს, დიალოგს და პარტნიორობას არ აქვს ალტერნატივა, გამომდინარე იქიდან, რომ მათივე ევროპული ინსტიტუტები საქართველოს აღიარებენ მინიმუმ კვირაში ერთხელ, ან ორჯერ ყველა მიმართულებაში პოზიტიურად", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები