ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
მარტა კოსი საუბრობს შესაძლებლობებზე ევროკავშირმა უკან წაიღოს ვიზალიბერალიზაცია, გადახედოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, გაყინოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამავდროულად, ისმის ურთიერთობების აღდგენის სურვილიც.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
"კანდიდატის სტატუსის მიუხედავად, საქართველო კარგავს ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობას. შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.
დაბალ დონეზე დიალოგი, საქართველოს შენარჩუნებისა და ქართული დემოკრატიის გადარჩენის მიზნით, არის ის შესაძლებლობა, რომელიც, ამ შემთხვევაში, მიაჩნია კონკრეტულად მარტა კოსს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იყოს დაცული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, დღეს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა დაპაუზებულია.
"ქალბატონმა კომისარმა თქვა, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მოქმედებს. მთავარი არის ის, რომ დღეს ურთიერთობა დაპაუზებულია. ამ ურთიერთობის დაპაუზების და ქართული ხელისუფლების ქცევის გამო შეიძლება შეწყდეს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა. საქართველოს ხელისუფლება მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.