21 მაისი 2025,   08:40
ვრცლად
"გამოძიების ფარგლებში დადგენილი იქნება სიმართლე და მხილებულები იქნებიან უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები და უცხოეთთან ასოცირებული ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ქმედებაში არიან მხილებულნი" - ბიძინა გიორგობიანი

გამოძიების ფარგლებში დადგენილი იქნება სიმართლე და მხილებულები იქნებიან უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები და უცხოეთთან ასოცირებული ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ქმედებაში არიან მხილებულნი," - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რითაც საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარე ჩხრეკებს გამოეხმაურა.

"ამ ფონდების საშუალებით, საქართველოში ძალადობრივ აქციებს აფინანსებდნენ, ფულს უხდიდნენ პოლიციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულებში მხილებულ ადამიანებს, იმისთვის, რომ მათ ძალადობრივი აქციები ჩაედინათ ქუჩაში. ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები მივიტანეთ საჯარო სივრციდან.

გამოძიების ფარგლებში დადგენილი იქნება სიმართლე და მხილებულები იქნებიან უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები და უცხოეთთან ასოცირებული ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ქმედებაში არიან მხილებულნი," - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

პროკურატურა გამოძიება სწორედ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო, უწყება ხუთი ფონდის საქმიანობას სწავლობს.

დღის ამბები