
ფუტკრების თავდასხმის გამო, ინდოეთის სუპერთასის მატჩი Inter Kashi-სა და Mumbai City-ის გუნდებს შორის ორჯერ შეწყდა. ინფორმაციას სპორტული გამოცემა ავრცელებს.
მატჩის მიმდინარეობისას მსაჯსა და გულშემატკივრებს ფუტკრების გუნდი დაესხა თავს.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მსაჯები მიწაზე წვანან და სახეს ტილოებით იფარავენ, რათა ფუტკრებმა არ დაკბინონ.
საბოლოო ჯამში, მატჩის მსაჯებმა გამოსავალი იპოვეს, მათ ყვითელი ფორმები შავით შეცვალეს და თამაში განახლდა.