21 მაისი 2025,   19:37
ვრცლად
ლაშა დარსალია - საქართველოსთვის სომხეთი მნიშვნელოვანი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაც ამ ვიზიტს დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა

საქართველოსთვის სომხეთი მნიშვნელოვანი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რაც ამ ვიზიტს დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა რეგიონში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაა.

"რაც შეეხება რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, აღნიშნულზე თავისთავად იყო საუბარი, განსაკუთრებით ახლახან საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული შეხვედრის შემდგომ. მთავარი ამოცანაა რეგიონში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნა და ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც სამივე მხარისთვის იქნება საინტერესო," - განაცხადა დარსალიამ.

მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი დასრულდა. 

დღის ამბები