
ემზადება თუ არა "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებისთვის? - "ლელოში" ამტკიცებენ, რომ პარტია მხოლოდ ახალ არჩევნებს განიხილავს, მათი პარტნიორები კი საბოლოო პასუხისგან ჯერ თავს იკავებენ. ატრენინგებს თუ არა პარტია დამკვირვებლებს? - დამატებით შეკითხვას სოციალურ ქსელში ოპოზიციის აქტივისტებიც სვამენ, რასაც "ლელოს" გენერალური მდივანი უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მზადება დაგვიანებულიც კია.
ამავე მიზეზით მოდის ფორმაში "კოალიცია ახალიც", რომელმაც მუნიციპალურ არჩევნებამდე რეგიონებში ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებებს თვითმმართველობის არჩევნების სამზადისთან კავშირი არ აქვს.
გაყალბების თანამონაწილეობას ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", განსხვავებით გახარიას პარტიისგან, რომელსაც კოლეგების აზრი ნაკლებად აღელვებს და გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ჩქარობს.
ოპონენტების პრინციპულობის მმართველ გუნდს არ სჯერა, რომელიც პარტიების გადაწყვეტილების მიუხედავად, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია გარე მითითებების მიხედვით იმოქმედებს.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. პარტიების რეგისტრაციამდე კიდევ 3 თვე რჩება.