21 მაისი 2025,   18:21
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - 66 გვერდიან დოკუმენტში ყველა იმ საფრთხეზეა საუბარი, რომლის განეიტრალებაც სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 66 გვერდიან ანგარიშში, ყველა იმ საფრთხეზეა საუბარი, რომლის განეიტრალებაც სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია. ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია და ანექსია სახელდება. სუს-ის ანგარიშში პირველი თავიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლების მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას აგრძელებდა.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არაერთი პროვოკაციის განეიტრალებაც მოუწია. დოკუმენტში წერია, რომ პირთა გარკვეული ჯგუფის მიზნად ისახავდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა, ამისთვის კი სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას ცდილობდნენ. ეს ჯგუფები კი სუს-ის ინფორმაციითვე, უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებოდნენ და კონკრეტული პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ იმართებოდნენ. სუსი ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ პროცესების დაძაბვას მსხვერპლიც უნდა მოჰყოლოდა. 2024 წელის ანგარიშში მოხვდა შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება მოხერხდა.

სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში შესაძლო მონაწილეობას არასამთავრობო სექტორი გამორიცხავს. ამბობენ, რომ ის რაც სუს-ის ანგარიშში წერია აბსურდია.

საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა - ასეთია ოპოზიციის შეფასება. ხელისუფლები ოპონენტები ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი, მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

საპარლამენტო უმრავლესობაში სუს-ის ანგარიშის იმ ნაწილზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც მათივე შეფასებით, ქვეყნის მდგრადობას უქმნიდა საფრთხეს. დასახელდა არაერთი მაგალითიც, რომელიც "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე იყო.

სუს-ის გასული წლის ანგარიშში საუბარია იმ შედეგებზეც, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი მიმართულებით მიაღწია. მაგალითად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა კვლავ პოზიტიურადაა შეფასებული. უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩებოდა. კორუფციის წინააღმდეგ კი კომპლექსური ღონისძიებები გატარდა. "კორუფციის აღქმის" ინდექსით კი, საქართველო პირველ ადგილზეა სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და ეს კავშირები მომავალშიც გაგრძელდება.

დღის ამბები