
სტრატეგიული პარტნიორობა, მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები და ორი ქვეყნის სავაჭრო კავშირები იყო საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში განხორციელებული პირველი ვიზიტის ძირითადი აქცენტი.
მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად სომეხმა კოლეგამ ერევანში, საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრეზიდენტმა. ვაჰაგნ ხაჩატურიანმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს.
პრეზიდენტის ვიზიტს და გამართულ შეხვედრებს, ორი ქვეყნის ეკონომიკური, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ საქართველოს დელეგაციის წევრები.
მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ერევანში, სერგო ფარაჯანოვის მუზეუმშიც იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტის ორ დღიანი, პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულებულია.