
"პაპი დონალდი?" - დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა გახდეს მისი აზრით ახალი პაპი, ხუმრობით განაცხადა, რომ ახალ პაპად ის უნდა აირჩიონ.
"პაპის რანგში? მე მინდა ვიყო პაპი. ეს იქნება ჩემი ნომერ პირველი არჩევანი" - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მას არ აქვს კონკრეტული პრეფერენცია იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა გახდეს ახალი პონტიფიკოსი, მაგრამ ვარაუდობს, რომ ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს.