14 მაისი 2025,   09:57
ვრცლად
"ვაგრძელებთ სხდომებს, დღეს განიხილება ე.წ. ფოტოგრაფების საქმე" - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ე.წ. ფოტოგრაფების საქმე.

მაჭარაშვილის თქმით, ისინი თავად მოჰყვებიან, თუ რა გადახდათ თავს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

"ვაგრძელებთ სხდომებს. იქნება განხილული ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. ფოტოგრაფები, რომლებიც იღებდნენ ფოტოებს და შემდგომში უნდოდათ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ის მასალები, თუ როგორ ხდებოდა, მათ შორის, აქციებზე ადამიანების დარბევა - იქვე გაუსწორდნენ, ადგილზე, დაუმტვრიეს შესაბამისი აპარატურები. დანარჩენს თვითონ მოჰყვებიან, რა გადახდათ თავს მაშინდელ რეჟიმის დროს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები