
"ე.წ. საგამოძიებო კომისიას აქვს კითხვები 15 წლის წინანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლის გამოძიება ამ ე.წ. ხელისუფლებას შეეძლო ჯერ კიდევ წლების წინ", - ამის შესახებ პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიზანია, პოლიტიკური შურისძიება და მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანა.
"ე.წ. საგამოძიებო კომისიას აქვს კითხვები 15 წლის წინანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლის გამოძიება ამ ე.წ. ხელისუფლებას შეეძლო ჯერ კიდევ წლების წინ და წლების განმავლობაში.
აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია მიზნად ისახავს არა კანონის უზენაესობის დაცვას, არამედ პოლიტიკურ შურისძიებას, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას და საზოგადოების მოთხოვნიდან ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანას", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.