14 მაისი 2025,   09:02
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, როგორ ექცეოდა ფოტორეპორტიორებს, პროფესიონალებს, ჟურნალისტებს მაშინდელი ხელისუფლება" - ლადო ბოჟაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, დღევანდელი დროებითი საგამოძიებო კომისიას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს განიხილავს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შეახსენონ აღნიშნული მოვლენები, რათა დაინახონ სხვაობა მედიის თავისუფლებასა და მედიის შეზღუდვას შორის.

"იმის გამო, რომ მათ 26 მაისის დარბევა გააშუქეს და ეს ფოტოები მთელს მსოფლიოს ანახეს, თუ როგორ დაარბია მშვიდობიანი აქცია მიხეილ სააკაშვილმა, მათ შრის, ეს აქცია მსხვერპლით დასრულდა, სწორედ ამის გამო დააპატიმრეს ეს ადამიანები.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, როგორ ექცეოდა ფოტორეპორტიორებს, პროფესიონალებს, ჟურნალისტებს მაშინდელი ხელისუფლება, რათა რეალურად დაინახონ მედიის თავისუფლებასა და მედიის შეზღუდვას შორის სხვაობა", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები