14 მაისი 2025,   09:30
ვრცლად
"უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პირები აქტიურად ერევიან საქართველოს პოლიტიკაში და ცდილობენ, დესტრუქცია შემოიტანონ" - ვახტანგ ჩოჩია

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დღეს დეპუტატები სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განიხილავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები 18 კანონპროექტისგან შედგება. "სისხლის სამართლის კოდექსს" სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება, ანალოგიური ფორმულირება ჩნდება "ადმინისტრაციულ კოდექსშიც".

გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს. პარალელურად კი, მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა აბსურდულია.

"უხო ქვეყნის მოქალაქეობის პირები აქტიურად ერევიან საქართველოს პოლიტიკაში და ცდილობენ, დესტრუქცია შემოიტანონ. ისინი მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში და მათი მონაწილეობის საფუძველი გაუგებარია. ისინი ასრულებენ უცხოურ დავალებას და გააჩნიათ საკუთარი ამოცანები, რომლებიც ნაკარნახევია უცხოური ძალების მიერ. ისეთ ძალებს, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ აქვთ საქართველოსთან, მათი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აბსურდულია", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

დღის ამბები