
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები დუისში ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობა იყო.
გიორგი კალანდარიშვილმა შეკრებილებს ვრცლად ესაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლსა და საარჩევნო უფლებაზე.
შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში შედგა.