
საქართველოს ეროვნულმა ცენტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა. ამავე სახელწოდების ღონისძიება ყოველწლიურად სხვადასხვა ინტელექტუალური სფეროს გარშემო იგეგმება.
წლევანდელი აღნიშვნა კი საქართველოში მუსიკის დარგში - ინოვაციასა და მუსიკალურ შემოქმედთა მხარდაჭერას მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაფორმდა საქპატენტსა და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი.