
ესპანეთში ელექტროენერგიის გათიშვა სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ადგილობრივი მედიის მიხედვით, უშუქობის გამო, ერთ-ერთ სახლში სამედიცინო ჟანგბადის აპარატის გენერატორის დახმარებით ჩართვა სცადეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
ობიექტზე მისულმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სახლში მხუთავი აირის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს, რაც, ექსპერტების აზრით, სამივე ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.
შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში მილიონობით ადამიანი ორშაბათს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეჩერებული იყო საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა, გათიშულმა შუქნიშნებმა კი გზებზე ქაოსი გამოიწვია. მომხდარის მიზეზად ესპანეთის ელექტროქსელში არსებული გაუმართაობა დასახელდა. დივერსიის შესაძლებლობა გამოირიცხა.