14 მაისი 2025,   08:34
ვრცლად
შსს-მ ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად ელექტროგაყვანილობა სახელდება.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ჯგუფები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. მობილიზებულები არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

თბილისში, ბორჯომის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა

დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ხანძრის გამო, ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

დღის ამბები