
მრავალმხრივი აღიარების ხელშეკრულების საბჭოს 52-ე შეხვედრას თბილისი მასპინძლობს. ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის პირველ ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და კანდიდატი ქვეყნების აკრედიტაციის ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ერთადერთია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, რომელსაც 2017 წლიდან ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის აღიარება აქვს.