12 მაისი 2025,   18:11
ვრცლად
ევროკომისიის პრესსამსახურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნისთვის დაწესებულ სტანდარტებს არ შეესაბამება - რა შეფასებები მოჰყვა მის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში

ორკესტრირებული, ჰიბრიდული თავდასხმები, რომელიც ე.წ-მა Deep state-მა ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ევროპელ ბიუროკრატებს გადმოაბარა - პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის პრესსპიკერის გაცხადებას აკრიტიკებს. საუბარია, ევროპული უწყების წარმომადგენლის "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც პრესსამსახურის წარმომადგენელმა "MEGOBARI აქტის" კონგრესში დამტკიცებაზე ისაუბრა. თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნისთვის დაწესებულ სტანდარტებს არ შეესაბამება. შალვა პაპუაშვილის აზრით, "MEGOBARI აქტის" რეალური მიზანი, რომ ახალი საინფორმაციო ომის დაწყების მცდელობა იყო ევროკომისიაში გაკეთებულმა ამ განცხადებამაც დაადასტურა.

ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადების შინაარსს სრულად იზიარებენ ქართულ ოპოზიციაში. ამტკიცებენ, რომ შტატების კონგრესში მიღებული "MEGOBARI აქტი" თუ ევროპული უწყებების მხრიდან მოთხოვნილი სადამსჯელო სანქციები, საქართველოში დემოკრატიული პროცესების წახალისებას ემსახურება.

ოპოზიციას და ევროპელ ბიუროკრატებს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, გარკვეული ძალები ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის მცდელობების დაფინანსებას კვლავ განაგრძობენ, რასაც შესაბამის საინფორმაციო მხარდაჭერაც სჭირდება. "ქართულ ოცნებაში" ქართული საზოგადოების ინფორმირებულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ უმჯობესია ევროპელმა ბიუროკრატებმა მიდგომები შეცვალონ.

შეერთებული შტატების კონგრესში "MEGOBARI აქტი" რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს. ამბავს მალევე ევროკომისიის წარმომადგენლობიდანაც გამოეხმაურნენ და აქცენტი კვლავ სანქციების აუცილებლობაზე გააკეთეს.

დღის ამბები