12 მაისი 2025,   19:17
ვრცლად
მოსკოვში 9 მაისისთვის ემზადებიან - წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბოლო დეტალები ზუსტდება

მოსკოვში 9 მაისისთვის ემზადებიან - წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბოლო დეტალები ზუსტდება.

რუსეთის დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ნაწილი უკვე ჩავიდა, თუმცა პრობლემები შეექმნა სლოვაკეთის პრემიერს, რომლის თვითმფრინავსაც ლატვიისა და ლიეტუვის შემდეგ, საჰაერო სივრცე ესტონეთმაც დაუხურა. 9 მაისის სამხედრო აღლუმზე დასასწრებად, რობერტ ფიცოს პროტოკოლი ახლა ალტერნატიულ მარშრუტებს განიხილავს. სერბეთის პრეზიდენტი კი, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა, მოსკოვში ბაქოს გავლით ჩაფრინდა.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით გაიხსნა რუსეთის ცა,ჩინეთის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის. სი ძინ პინი მოსკოვში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. სანამ 9 მაისის აღლუმს დაესწრება, შეხვედრა რუს კოლეგასთან გამართა და ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდა.

ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს უკრაინაც. ვოლოდიმირ ზელენსკი დედაქალაქში პარტნიორებს ოფიციალურად არ ელოდება. თავად კი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი დღეს მიაგო და რუსეთი პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება, ამ ფონზე კი მთავარი მედიატორი, დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესით უკმაყოფილოა.

ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც ამ დრომდე კიევმა მიაღწია, ამერიკასთან იშვიათი მინერალების შესახებ ხელშეკრულებაა. დოკუმენტის რატიფიცირებას უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დღეს დაუჭირა.

დღის ამბები