12 მაისი 2025,   18:58
ვრცლად
აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა - საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო რუკაზე კიდევ უფრო მეტი მოგზაურის ყურადღებას იპყრობს

საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო რუკაზე კიდევ უფრო მეტი მოგზაურის ყურადღებას იპყრობს. თბილისი, ქუთაისი და ბათუმი - იანვრიდან აპრილამდე, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი, წინა წელთან შედარებით 13 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიონს გადააჭარბა.

მგზავრთა ნაკადის ისტორიულ ზრდაზე საუბრობენ ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანებაში. ამბობენ, რომ პირველ 4 თვეში, რეისების რაოდენობაც 16 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოს აეროპორტები ჯამში 648 ათასზე მეტ მგზავრსა და თითქმის 3 ათას რეისს მოემსახურა. მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 

ვიზიტორების ზრდის ტემპზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებშიც. კერძო სექტორში აქცენტს პირდაპირი რეისების მრავალფეროვნებაზე აკეთებენ.

შესრულებული ავიარეისების რაოდენობის ზრდაზე კეთდება აქცენტი ეკონომიკის სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახალი მიმართულებები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

აპრილის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 60-ზე მეტი სამგზავრო ავიაკომპანია, 92 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

 

 

დღის ამბები