12 მაისი 2025,   18:36
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი - ვულოცავ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას, საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

„გულითადად ვულოცავ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 

დღის ამბები