
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"პრეზიდენტი ზელენსკი სატელეფონო საუბარს მართავს პრეზიდენტ ტრამპთან. დეტალების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.
საუბრის თემები და კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია.