
გაერთიანებული სამეფო რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, დღეს სასანქციო სიაში შეიტანს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-მდე ტანკერს.
"რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს“ დღეს ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესდება, რაც გააძლიერებს ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას და ბრიტანული და ევროპული კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას," - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში.