21 მაისი 2025,   12:38
ვრცლად
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სენაკში 100 ბავშვზე გათვლილო საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სენაკში 100 ბავშვზე გათვლილო საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს და ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს აღემატება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოში მოეწყო რეკრეაციული სივრცე და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ამისა, ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არის ჩართული ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამაში. ჯამში, პროგრამა ითვალისწინებს 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციას, საიდანაც, პირველ ეტაპზე,გათვალისწინებულია 243 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

პირველ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გათვალისწინებული იყო 47 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია - 27 ახალი ბაღის მშენებლობა + 20 ბაღის რეაბილიტაცია. ჯამური ბიუჯეტით 88,4 მლნ ლარი.

დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 11 საბავშვო ბაღი - 2 ბაღის რეაბილიტაცია და 9 ახალი ბაღის მშენებლობა. დასრულებული ბაღების ჯამური ბიუჯეტი - 21.8 მილიონი.

დღის ამბები