
ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მარში იმართება.
აქცია ევროპის მოედანზე დასრულდება, მანამდე რამდენიმე ადგილიდან მსვლელობები იწყება, მათ შორის მარჯანიშვილის მოედნიდან და ავლაბრის მეტროდან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია - ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.