21 მაისი 2025,   11:55
ვრცლად
ინფრასტრუქტურული პროექტები - რიკოთის მაგისტრალის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

რიკოთის მაგისტრალის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ახალი გზა სურამის და ჩუმათელეთის გვერდის ავლით, საუღელტეხილო მაგისტრალის პირველ გვირაბს შეუერთდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურა სურამში ტრანზიტულ მოძრაობას განტვირთავს და გადაადგილებისთვის საჭირო დროც უფრო შემცირდება.

სურამის შემოვლით გზაზე ამ დროისთვის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. ვითარების ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი, შიდა ქართლის რწმუნებულთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სურამის შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრი სენაკში იმყოფებოდა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი, 100 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება კი 5 მილიონ ლარზე მეტია.

ახალ ბაღი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ეზოში მოეწყო რეკრეაციული სივრცე და სათამაშო მოედნები. სააღმზრდელო დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პირველ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 47 საბავშვო ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი 88 მილიონ ლარს აღემატება. ბოლო მონაცემებით რეგიონში, 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად შემუშავებული პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

დღის ამბები