21 მაისი 2025,   12:07
ვრცლად
9 მაისი მოსკოვში - კრემლის ინფორმაციით, მოსკოვში 29 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა

9 მაისს მოსკოვის მთავარი სტუმარი ჩინეთის ლიდერი იყო. სი ძინ პინისადმი პატივისცემა, ვლადიმერ პუტინის ყველა ქცევაში იკითხებოდა. სწორედ მის გვერდით იჯდა აღლუმის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტი. იყო არაერთი პირადი ფარული გადალაპარაკებაც.

აღლუმს ესწრებოდნენ სერბეთის პრეზიდენტი და სლოვაკეთის პრემიერიც. კრემლის ინფორმაციით, მოსკოვში 29 ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. განსაკუთრებული მისალმება პუტინისგან ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმაც მიიღეს.

უკრაინასთან ომის ფონზე მოსკოვმა ძალის დემონსტრირება სცადა და სხვადასხვა ქვედანაყოფთან ერთად, წითელ მოედანზე პირველად რუსეთმა აღლუმზე უკრაინაში გამოყენებული დრონებიც გამოიტანა. სწორედ მეზობელ ქვეყანასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს დაუთმო დიდი ყურადღება ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას

ვიდრე კრემლი 9 მაისს აღნიშნავდა - ბრიტანეთმა რუსეთს ახალი და ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა, ამის შესახებ უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩასულმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და იქვე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა და მისი მხარდაჭერა დააანონსა.

გაერთიანებული სამეფოს ინიციატივას იზიარებენ ლვოვში ჩასული სხვა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასიც.

მათ, ვინც 9 მაისს მოსკოვის ნაცვლად უკრაინაში ჩავიდნენ, ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივი ქალაქ ლვოვში მიაგეს. ევროპელი ლიდერების ვიზიტით და მათი მხრიდან ტრიბუნალის შექმნის წინადადებით კმაყოფილი დარჩა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დანარჩენ მსოფლიოს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დღის ამბები