21 მაისი 2025,   12:35
ვრცლად
ევროკავშირის ელჩის განცხადება - მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ქმედებებს დიპლომატების პოზიცია ახალისებს

"ქართული ოცნება" ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. უნდა შევიდნენ თუ არა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და უნდა მიიღონ თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა? - პაველ ჰერჩინსკიმ დეტალური პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მისი კომპეტენცია ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთება არ არის.

ელჩმა დღეს ისიც თქვა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. პაველ ჰერჩინსკიმ ხელისუფლება გააკრიტიკა და იქვე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა.

ოპოზიციაში, სადაც დიპლომატების განცხადებები ხშირ შემთხვევაში მთავარი პოლიტიკური არგუმენტებია, ამბობენ, რომ ელჩები შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ არევიან. ხელისუფლების ოპონენტები პაველ ჰერჩინსკის მსგავსად აცხადებენ, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია, საიდანაც გამოსავალი არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.

მცდელობები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანა მუდმივ კრიზისში ამყოფონ - მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ქმედებებს სწორედ დიპლომატების პოზიცია ახალისებს.

განცხადება, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებას ვერ გააკეთებდა, ევროკავშირის ელჩმა საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა. ევროპის დღეებს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

დღის ამბები