21 მაისი 2025,   11:56
ვრცლად
თბილისის ნაწილს 10 მაისს წყალმომარაგება შეუწყდება - ვის შეეხება შეზღუდა

ჯივიპი, 10 მაისს, კრწანისი რაიონში,  გორგასლის ქ. N61-თან და სამგორის რაიონში,  ვარკეთილი 3, III მ/რ, N319-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 მაისს 23:00 საათიდან 11 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:
გორგასლის N 4-30 (ლუწებს) N 41-81 (კენტებს) (მათ შორის პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო); ორთაჭალის N 2-6 (ლუწებს); N 1-5 (კენტებს); გულუას N 10(შსს); გიორგი გურამიშვილის ქუჩებს. 

ხოლო, სამგორის რაიონში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლის გამო, 10 მაისს 22:00 საათიდან 11 მაისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 ვარკეთილი 3, 3 მ/რ-ის N 304 - 319, სუხიშვილის N 12, 35, 45 ქუჩას. 
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

დღის ამბები