
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდნენ.
ვიზიტის შესახებ პოლიტიკოსებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
ეს მერცის პირველი ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა გერმანიის კანცლერი.
უკრაინის დედაქალაქში მერცს, მაკრონს და სტარმერს შეუერთდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ოთხივე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
დღეს უკრაინაში ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება. "მსურველთა კოალიციაში" დაახლოებით 30 სახელმწიფო შედის.