
უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს - მათ ქვეყანა 48ა საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. 9 მაისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში.
სარკისებურია უნგრეთის პასუხიც, ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევეს.