
მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - ამ კითხვასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა. პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ვიკა ფილფანი აცხადებს, რომ მისი პარტია არცერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს.
"ჩვენ ვემზადებით ყველა არჩევნებისთვის - არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი არჩევნები და რამდენ ხანში იქნება - პოლიტიკური პარტია ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს ამისთვის, ეს იქნება თვითმმართველობის, ვადამდელი საპარლამენტო, თუ ნებისმიერი სხვა არჩევნები. ვიღაცები ძალიან რომ ნერვიულობენ, რომ თურმე, ვემზადებით - რა თქმა უნდა, ვემზადებით. თუ არ მოვემზადებით და გადავწყვეტთ, რომ ყველაფერს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, მაშინ ამას გაგაგებინებთ. დღეს ჩვენ ბოიკოტს არ ვუცხადებთ არცერთ არჩევნებს," - აცხადებს ვიკა ფილფანი.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ მისი კოალიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ახალ არჩევნებთან ერთად, პოლიტპატიმრების უნდა გათავისუფლდნენ. ამის შემდეგ, მზად ვართ, ახალ საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" დავამარცხოთ," - აცხადებს თენგიზ თევზაძე.