20 მაისი 2025,   10:16
ვრცლად
ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

უწყების ცნობით, 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
დღის ამბები