23 მაისი 2025,   09:27
ვრცლად
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გაახსნა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გაახსნა.

დავით სონღულაშვილი მუშაობის პროცესსაც გაეცნო. მინისტრთან ერთად ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დღესვე გეგმაშია სამ მუნიციპალიტეტში სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრაც.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემო, რომელიც ცხადია, მუშაობის ხარისხზე იქნება ასახული. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენი რეგიონებში ვიზიტი, რა თქმა უნდა, გრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში თითოეული ჩვენი უწყების ყველა თანამშრომელს შევხდეთ,"- აცხადებს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  დავით სონღულაშვილი. 

დღის ამბები