
სასტუმრო "პარაგრაფში" Knife Show Tbilisi 2024-ის მონაწილე ოსტატების კატალოგის პრეზენტაცია და თემატური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციაა. კატალოგი წარმოდგენილია წიგნის სახით, რომელშიც მოცემულია ოსტატთა ბიოგრაფიები და მათი ნამუშევრების ამსახველი ფოტო მასალა.