
"იყო 2 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გამოიყენეს რადიკალებმა საქართველოში, პროპაგანდისტული მანქანა სრულად იყო ამუშავებული და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ვერ შეძლეს საზოგადოებიდან 2000 კაცზე მეტის მოგროვება," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამის მიზეზია ის, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რასაც ქვეყანას ევროპის სახით სთავაზობენ, ის არ არის რეალური ევროპული ღირებულებები.
"რატომ? იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს ქვეყანას რასაც დღეს სთავაზობენ ევროკავშირის დღევანდელი ელჩი და რადიკალები ევროპის სახით, ეს არ არის ის რეალური ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები, რისკენაც მიდის ქართველი ხალხი, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და რჩება პრიორიტეტად," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე