
ჯადოსნური სამყაროს კიდევ ერთი ახალი მისამართი - მსოფლიოს რიგით მეშვიდე "დისნეილენდი" აბუ-დაბიში გაშენდება.
გასართობთან ერთად ის, საკურორტო ფუნქციას შეითავსებს. კუნძულ იასზე თემატური პარკი, თანამედროვე არქიტექტურისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზით შეიქმნება.
ეს ახლო აღმოსავლეთში პირველი მსგავსი პროექტი იქნება, თუმცა როდის გაიხსნება ახალი პარკის კარი - ეს, ჯერჯერობით, უცნობია.