14 მაისი 2025,   10:04
ვრცლად
ძლიერი ქარის გამო, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, შედეგად ქალი და მამაკაცი დაზარალდა - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, შედეგად დაზარალდა ქალი და მამაკაცი.

კაცს კოჭის ორივე ძვლის, მალისა და ბეჭის მოტეხილობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმები მას გამოკვლევებს უტარებენ. რაც შეეხება ქალს, მას მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული. 

 

დღის ამბები