
ხვალ, 12 მაისს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინება. ტაძარში მისულ საზოგადოებას საშუალება ექნება მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი.
გასულ წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და "საზოგადოება ივერიისას" ინიციატივით ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ქართველი ემიგრანტების სანუგეშებლად და მოსალოცად რომში, ფლორენციასა და ბარიში გაიგზავნა.
ხვალ კი დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება.