24 ივნისი 2025,   11:53
ვრცლად
"ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს თურქეთში პირადად დახვდება. ამის შესახე ზელენსკი X-ზე წერს. 

"ხვალინდელი დღიდან ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას, ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას, რათა დიპლომატიას აუცილებელი საფუძველი მივცეთ. უაზრობაა მკვლელობების გაჭიანურება. დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში, პირადად. ვიმედოვნებ, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების მოძებნას, რატომ არ შეუძლიათ ეს," - წერს ზელენსკი. 

დღის ამბები