13 ივნისი 2025,   22:57
ვრცლად
"შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ, თუმცა დამოკიდებულები არიან იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღება" - მათიკაშვილი ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ უთანხმოების თემაა. არჩევნებამდე 5 თვით ადრე, პარტიების ნაწილი ისევ ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება გაკეთდა გახარიას გუნდშიც, სადაც თქვეს, რომ არცერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებენ.

მმართველ გუნდში ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს, თითქოს არჩევნებს ემიჯნება, რეალურად კი არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს, გაცემულია დავალებები და პარტიული შეკრებები რეგიონებში:

"რადიკალების გარკვეული ნაწილი დადის რეგიონებში და ისინი თითქოს ემზადებიან არჩევნებისთვის, შესაძლოა, მათ ასეთი განწყობა და სურვილი ჰქონდეთ, თუმცა ყველა მათგანი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღება იმ ძალების მიერ, რომლებიც დავალებას აძლევენ,"-
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები