13 ივნისი 2025,   22:52
ვრცლად
"გარემოება იძლევა საფუძველს, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამო" - ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაზე

მიმდინარე კვირას პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ცვლილებებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც, მმართველი გუნდის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" "მემკვიდრე პარტიებს" არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს. მცირდება პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადაც.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ.

"სრული საფუძველი არსებობს იმ ფაქტების, რომელიც ამ უშველებელი რაოდენობის დანაშაულებში იქნა განხილული. ეს გარემოება იძლევა საფუძველს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პარლამენტმა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამო - ასეთი პოლიტიკური ძალის არსებობა, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. არა მარტო ეს, პოლიტიკურ ველზეც სერიოზული შეცდომები დაუშვა, რამაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია განაპირობა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საფუძველი არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები