24 ივნისი 2025,   11:12
ვრცლად
ერაყში 50 წლის მამაკაცი მოშინაურებულმა ლომმა მოკლა

ერაყში, ქალაქ კუფაში, მამაკაცი მოშინაურებულმა ლომმა მოკლა. მას ცხოველი რამდენიმე დღის წინ ჰყავდა შეძენილი. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლომი მამაკაცს საკუთარი სახლის ბაღში დაესხა თავს და მისი სხეულის დიდი ნაწილი შეჭამა.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი იძულებულები გახდნენ, ცხოველი მოეკლათ, რადგან ის ძალიან აგრესიული იყო.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცია, რომელსაც სხვადასხვა ჯიშის ეგზოტიკური ცხოველები დიდი ხანია სახლში ჰყავდა და მათ წვრთნიდა.

დღის ამბები