24 ივნისი 2025,   11:39
ვრცლად
საქართველო დემოკრატიის აღქმის ინდექსით საქართველო წამყვან პოზიციაზეა - მთავრობა გამჭვირვალეობის კუთხით ე.წ. მწვანე ზონაშია

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო დემოკრატიის აღქმის ინდექსით მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე. ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, საქართველოს მთავრობა გამჭვირვალეობის კუთხით ე.წ. მწვანე ზონაში შეიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კუთხით ქვეყანა ევროპაში პირველ პოზიციაზეა. დემოკრატიის აღქმის ინდექსით ევროპის კონტინენტზე ყველაზე ცუდი შეფასება უკრაინას, სერბეთს და საფრანგეთს აქვთ. ინდექსით საქართველო ევროკავშირის 10-ზე მეტ სახელმწიფოს უსწრებს.

"დემოკრატიების ალიანსის" ანგარიში სახელისუფლებო გუნდისთვის ადასტურებს, რომ საერთაშორისო ინდიკატორებით ქვეყნის პროგრესი თვალსაჩინოა. "ქართულ ოცნებაში", ამ ფონზე, ევროპელი ბიუროკრატებისა და ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან სიმულაციური რეალობის შექმნის მცდელობაზე აკეთებენ აქცენტს.

რეალობასა და გლობალურ ინდიკატორებს შორის განსხვავებაზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყანაში დემოკრატიისა და გამჭვირვალობის კუთხით პრობლემებია. "ნაციონალურ მოძრაობაში" იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ კომპონენტში საუკეთესო მდგომარეობა, მხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო.

საერთაშორისო რეიტინგებში ყოველწლიური წარმატების ოპოზიციური აღქმა მმართველ გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ოპონენტებისა და მათი ლობისტების მიზანი საქართველოში მუდმივი ტურბულენტობაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მთავრობის გამჭვირვალობამ და სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ქვეყანა დინამიკური განვითარების გზაზე დააყენა.

დემოკრატიის აღქმის გლობალური ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება. ის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელიც 100 ქვეყანაში ტარდება და 111 000-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვას ეყრდნობა.

დღის ამბები