
რა ჩაიწერება "MEGOBARI აქტის" საპასუხო განცხადებაში - მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მასში მოყვანილი იქნება ამერიკელი კანონმდებლების მიერ შემუშავებულ განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების კონკრეტული, საწინააღმდეგო ფაქტები.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე "მეგობარ აქტს" არამეგობრულ ნაბიჯს უწოდებს.
"ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული იქნა ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც დაცლილი არის მეგობრობის სულისკვეთებისგან. სწორედ ამიტომ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საპასუხო განცხადება გაგვეკეთებინა და აქვე გვეჩვენებინა, რომ ამ განცხადებაში მე-11 მოწვევის პარლამენტი არის ერთსულოვანი, და შესაბამისად ის დოკუმენტი, რომლის განხილვაც დღეს დაიწყება, მოგვცემს ხედვას იმისა, რომ პარლამენტს აქვს კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტული მტკიცებულებებით განმტკიცებული საპასუხო განცხადება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.