
რა ჩაიწერება "MEGOBARI აქტის" საპასუხო განცხადებაში - მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მასში მოყვანილი იქნება ამერიკელი კანონმდებლების მიერ შემუშავებულ განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების კონკრეტული, საწინააღმდეგო ფაქტები. "ქართული ოცნება" "მეგობარ აქტს" კიდევ ერთხელ უწოდებს არამეგობრულ ნაბიჯს.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, "მეგობარი აქტი" ქართული საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში მოდის.
"მეგობარი აქტის" შინაარსი ესადაგება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს, შესაბამისად, პაპუაშვილის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ინიციატივა ან კანონი ან რომელიმე საპასუხო რეაქცია, საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.