13 ივნისი 2025,   23:59
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად შექმნილი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად შექმნილი საგამოძიებო კომისია დღეს ისევ იკრიბება. 

კომისიის წევრების წინაშე ამჯერად მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, მისი და მისი ოჯახის წევრების უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით.

აქვე, შეგასენებთ, რომ საგამოძიებო კომისიას მანდატი, ამ ეტაპისთვის, 5 ივნისამდე აქვს გახანგრძლივებული.

როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მოქალაქეებისგან შესულია 400-ზე მეტი განაცხადი, მათი საქმეების განხილვის და სამართლიანობის აღდგენის თხოვნით.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნანა ქადაგიშვილი მისი ისტორიის შესახებ ისაუბრებს.

"დაბარებული არის კომისიაზე ქალბატონი ნანა ქადაგიშვილი, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს ანალოგიური ისტორია, კომბინაცია აქვს ისტორიის - ჯერ მოთხოვნა იმის, რომ ერთ-ერთი კომერციული ბანკის შესაბამისი წილი დაეთმო, შემდგომ უკანონო დაპატიმრება, შემდგომ ოჯახის წევრების დაპატიმრება, პატიმრობის შედეგად წამება ციხეში, თანხების მითვისება მათი მხრიდან. ამ წამების შედეგად ორი ოჯახის წევრის გარდაცვალება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები