14 ივნისი 2025,   00:15
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობს - მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებს სიტყვით დღეს მიმართავს

ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსებურგში იკრიბებიან. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებს სიტყვით დღეს მიმართავს. მინისტერიალის მონაწილეები ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროპის საბჭოს როლსა და რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელებენ. ჩამონათვალშია ადამიანის უფლებები, განათლება, გარემოს დაცვა.

მაკა ბოჭორიშვილს ორმხრივი შეხვედრებიც ექნება. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში სახელწოდებით - "დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვი", რომელიც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით იმართება.

დღის ამბები