
ბერლინი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს. უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში მონაწილეობს საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი.
ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაში მისი კოლეგის, ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით იმყოფება. ქართველი მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე. მან ყურადღება გაამახვილა გაეროს სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე, ახალ ინიციატივებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაეროს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.